Thursday, April 28, 2011

მათეფობია - პეპლების შიში

მათეფობია არის პეპლების შიში, ძალიან სპეციფიკური ფობიაა, გერმანული სიტყვაა და ნიშნავს: ჩრჩილს, პეპელას, ფარვანას.(''phobia'' [ phobos ] ბერძნული სიტყვაა და ვისიმე ან რისამე სიძულვილს, შიშს ნიშნავს.

Monday, April 4, 2011

ჩემი ფობიები

ბავშვობიდან მშიშარა ვარ:Dისეთი რაღაცეების მეშინია მერე ჩემს თავს დავცინი ხოლმე...უცნაურია მაგრამ სულ ასე ხდება ...ამჟამად ამეკვიატა ობობების შიში  უფრო სწორედ იმ არსებების რასაც  ეგრედ წოდებული ულვაშები აქვს...ძალიან პატარაც რომ იყოს მის მიმართ მაინც მეწყება პანიკური შიშები..კიდევ არ მიყვარს მრავალფეხება არსებები.


 

10 ყველაზე უცნაური ფობია

10. ნომოფობია - მობილურის არქონის შიში


ერთი შეხედვით შეიძლება ეს სისულელედ მოგვეჩვენოს , მაგრამ დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო რომ 53 % მოსახლეობისა , რომელიც მობილურით სარგებლობს , უცნაურ არასასიამოვნო გრძობას განიცდის ასე ვთქვათ "შიშს" , როდესაც ისინი მომსახურების ზონიდან გადიან.

9. ემეტოფობია - გულისრევის შიში

ეს უფრო მეტ ადამიანს ეხება ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ და ხშირად მათ ამის გამო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საშინელი პრობლემები ექმნებათ , ზოგი მათგანი ხანდახან საკვების მიღებაზეც კი ამბობს უარს.

8. ალბუტოფობია - აბაზანის მიღების შიში


დაბანვის შიში უმეტესად ბავშვობის დროინდელ ფსიქოლოგიურ ტრავმასთან არის დაკავშირებული , მაგალითად ნათესავის ან მეგობრის დახჩობამ შეიძლება დაბანვის ან საერთოდ წყლის შიში გამოიწვიოს.

7. გეფიროფობია - ხიდების შიში


"ფობიების" უმეტესობა ხშირად სხვა უფრო ჩვეულებრივ "შიშებს" უკავშირდება , აი მაგალითად გეფიროფობია ანუ ხიდების შიში მიუთითებს რომ ადამიანს სიმაღლის და გახსნილი სივრცის შიში აქვს.

6. გინოფობია - ქალების შიში


ეს შიში გამოწვეულია მითიური მებრძოლი ქალების და ალქაჯების მიერ.

5. ფაგოფობია - გადაყლაპვის შიში

ხალხს რომელთაც ფაგოფობია სჭირთ ხშირათ უბრალოდ წყლის დალევის შემდეგაც შეიძლება შეტევა დაემართოთ ან თუნდაც "დაიხჩონ" , თუმცა ამის მიზეზი სულაც არ იქნება ფიზიკური , მათი გონება აიძულებს მათ წყლის დალევა დახჩობათ აქციონ.

4. ტეტრაფობია - 4-ის შიში


ეს შიში გავრცელებულია აღმოსავლურ ქვეყნებში , მიზეზი კი ამისა გახლავთ ის რომ სიტყვა ''სიკვდილი'' და ''4'' ომონიმებია (ანუ ერთნაირად იწერება) ჩინურსა და კიდევ რამდენიმე აზიურ ენაში. 

3. ქოულროფობია - კლოუნების შიში


საკმაოდ გავრცელებული ფობია აშშ-ში.

2. ფობოფობია - შიშის შიში


 საკმაოდ გავრცელებულია ასეთი სახის ფობია

 1. აუტოფობია (ან მონოფობია) - საკუთარი თავის შიში
ეს ალბათ ყველაზე უარესია ფობიებს შორის , ამის სახესხვაობათ შეიძლება ჩაითვალოს საკუთარ თავთან მარტო დარჩენის შიში , თუმცა ამ ფობიის სპექტრი გაცილებით ფართოა , ამ ფობიის ყველაზე ცუდი სიმფტომი ისაა , რომ ვისაც ეს ფობია სჭირს კარგავს საკუთარი თავის ნდობას მისთვის ძნელია გაერკვეს სადაა რელობა რადგან ფიქრობს რომ საკუთარი სხეული შეიძლება მას ატყუებდეს. 

 http://www.worldnews.ge/entertainment/173-10-strangest-phobias.html

მკურნალობა

ზოგიერთი თერაპევტი ვირტუალური რეალობის ან გამოსახულებითი ვარჯიშების მეთოდს მიმართავს, რომ შიშის ობიექტის მიმართ პაციენტს შიში გაუნელდეს. ესენი შიშისგან გათავისუფლების სისტემური თერაპიის სემადგენელი ნაწილებია.


გაცნობიერებული ქცევის თერაპია შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს. ის საშუალებას აძლევს პაციენტს, რომ გააცნობიეროს ნეგატიური აზრების ციკლი და ამ აზრების გარდაქმნის გზები დასახოს. ამ მეთოდს ჯგუფური მკურნალობისთვისაც მიმართავენ. შიშისგან თანდათანობითი გათავისუფლებისა და გქთ-ს მეთოდები ხშირად წარმატებულია და გულისხმობს, რომ პაციენტმა √ ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ დისკომფორტი დაძლიოს.


შიშის და დეპრესიის საწინააღმდეგო მედიკამენტები ხშირ შემთხვევაში შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს. შეიძლება ხანმოკლე პერიოდით პაციენტს ბენზოდიაზეპინი გამოუწერონ.


ამგვარი მკურნალობის საშუალებები სხვა მეთოდებს როდი გამორიცხავს. ხშირად თერაპევტი ერთდროულად რამდენიმე საშუალებას მიმართავს.

მიზეზები

საზოგადოდ აღიარებულია, რომ ფობიებს განაპირობებენ გარეგანი მოვლენები და შინაგანი მიმართებები ამა თუ იმ მოვლენებსა თუ საგნებთან. თუმცა, ისეთი ფობიები, როგორებიცაა მაგალითად, არკანოფობია (ობობის შიში) და ოფიდიოფობია (გველების შიში) ევოლუციისთვის დამახასიათებელი თავისებურებაა, რამაც გარკვეული არსებების მიმართ ადამიანების შიში განაპირობა, რომელთაც რაიმე ზიანის მიყენება შეეძლოთ. თავის ცნობილ ექსპერიმენტში მარტინ ზელიგმანმა ყვავილებისა და გველების ფობიების დადგენის კლასიკური მეთოდი გამოიყენა. ექსპერიმენტის შედეგმა აჩვენა, რომ გველის სურათის ხილვა გაცილებით უფრო ადვილად იწვევდა უარყოფით განცდას, ვიდრე ყვავილის. ამიტომაც, მეცნიერი მივიდა დასკვნამდე, რომ ზოგიერთი ობიექტში იმთავითვე იგულისხმება გენეტიკური წინასწარი განწყობა, რაც შიშთან იგივდება. ზოგიერთი სპეციფიკური ფობია შეიძლება სათავეს იღებდნენ გამომწვევი მოვლენიდან წარსულში, ტრავმატული გამოცდილების შედეგად. სოციალურ ფობიებსა და აგორაფობიას გაცილებით რთული გამომწვევი მიზეზები აქვს, რომელთა დადგენა ამ ეტაპზე ბოლომდე ვერ ხერხდება. აღიარებულია, რომ მემკვიდრეობა, გენეტიკა და ტვინის ემოციური წყობა ცხოვრებისეულ ემოციებთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს შიშით გამოწვეული დარღვევებისა და ფობიების განვითარებაში.
http://ka.wikipedia.org/wiki/ფობია

გავრცელება

ფობიები (თავისი კლინიკური მნიშვნელობით) შიშით გამოწვეული დარღვევების (პაიკური დარღვევა, პოსტ-ტრავმული შიში და სხვ.) ყველაზე ხშირი ფორმაა. ამერიკული კვლევის მიხედვით, სხვადასხვა ფობიით შეპყრობილი 8.7%-დან 18.1%-მდე ამერიკელია. მეტიც, აღმოჩნდა რომ ფობიები ყველა ასაკობრივი ჯგუფის ქალებში ყველაზე გავრცელებული სულიერი ავადმყოფობაა ,ხოლო 25-წლის ზევით მამაკაცებში რიგით მეორე
.http://ka.wikipedia.org/wiki/ფობია

შიშები

სიკვდილის შიში – დაფარული გრძნობები ჩვენში!
იარლიყი: თემატური საუბრები, ╬ვბოდავ╬


არ არსებობს ალბათ ადამიანი რომელსაც ოდნავ მაინც არ ეშინია რაღაცის….


ყველას აქვს შიშები, მაგრამ არსებობს შიშები რომლებიც თითქოს არანაირად არ უნდა არსებობდეს, მათში არაფერი არაა განსაკუთრებული და არგუმენტირებული….
http://www.busuna.ge/2009_05_01_archive.html